|
|
|
სწავლების
საფეხური
და კლასი
|
დაწყებითი საფეხური
1-ლი კლასი
|
| ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ბუნებისმეტყველება, ისტ-ი
ლალი მახანაშვილი |
| მოსწავლეთა
რაოდენობა
|
14 |
| განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
არა |
გაკვეთილის
სასწავლო
მიზნები(
საგნების
მიხედვით)
|
ბ უ ნ ე ბ ი ს მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა
ა) მოსწავლეებმა შეძლონ:
- ბოსტნეულის ამოცნობა და დასახელება;
- ხილის და ბოსტნეულის ერთმანეთისგან გარჩევა.
ბ) ხელი შეეწყოს მოსწავლეებში დაკვირვებისა და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებას.
ი ს ტ - ი
მოსწავლე შეძლებს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას
(ნეთბუქის ჩართვა გამორთვა,touch-pad-ის გამოყენება) |
| ეროვნული
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
მისაღწევი
შედეგი
/
ინდიკატორები
|
ბუნ.1.1.
მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
ბუნ.1.2.
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
ის ტექნ.
I.1.
მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს. |
|
თანმიმდევრობა
|
აქტივობა 1. ზღაპრის გახსენება
(მთელ კლასთან___ 3-4 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებს ზღაპარს ,,თალგამი“. თუ არ ახსოვთ, მოკლედ მოყვება ზღაპარს მოძრავი სურათების გამოყენებით.
აქტივობა 2. სახელმძღვანელოზე მუშაობა
(მთელ კლასთან___4-5 წთ)
მასწავლებელი სთხოვს სახელმძღვანელოში მოძებნონ გვერდი, სადაც ზღაპრის
პერსონაჟებს შორის დახატულია ჭარხალი და თალგამი. ბავშვები ფიქრობენ და
ამოიცნობენ რომელია თალგამი, რომელი___ჭარხალი. ყველა თავის ფურცელზე
ხაზებით აკავშირებს თალგამს ზღაპრის პერსონაჟებთან, თან ახსნიან, როგორ
მიხვდნენ, რა რა იყო.
აქტივობა 3. საუბარი__ რა არის ბოსტნეული
(მთელ კლასთან___5 წთ)
__როგორ ფიქრობთ თალგამი ხილია? ჭარხალი?
__მაშ,რა არის?(საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი შეახსენებს__ სად დათესა პაპამ თალგამი?)
__სად თესავენ ნიორს? ხახვს? კიტრს?
__ რა საერთო სახელი აქვთ ბოსტანში მოყვანილ ამ მცენარეებს?
აქტივობა 4. სავარჯიშოს შესრულება
(ინდივიდუალურად___5 წთ)
მოსწავლეებმა ფურცელზე ხაზი ისე უნდა გაავლონ,რომ ცალკე დარჩეს ხილი და ცალკე__ ბოსტნეული.
აქტივობა 5. თამაში__ ხილია თუ ბოსტნეული
( მთელ კლასთან, წყვილებთან___8-10 წთ)
ა) ქსოვილგადაფარებული ხახალიდან მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა ხილსა
და ბოსტნეულს, ამოიცნობენ ხელის შეხებით, ამბობენ სახელს, ასახელებენ ხილია
თუ ბოსტნეული.
ბ) გემოს გასინჯვით გამოიცნონ,რომელი ხილია.
აქტივობა 6. სავარჯიშო ნეთბუქის გამოყენებით
(ინდივიდუალურად___5-6 წთ)
მოსწავლეები ახარისხებენ ცალკე ბოსტნეულს, ცალკე ხილს. |
|
შეფასება
|
- დაკვირვებით;
- ზეპირი კომენტარებით, სმაილებით;
- კითხვა-პასუხით;
- ნეთბუქის გამოყენებით სავარჯიშოს შესრულებით.
|
| საკლასო
მენეჯმენტი
/
საგანმანათლებლო
რესურსები
|
ტექნიკადაინსტრუმენტები - ნეთბუქები (14 ცალი).
მოძრავი სურათები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები, ხახალი, ქსოვილის ნაჭერი, ხილი, ბოსტნეული, სახელმძღვანელო, ფანქარი, დანა, თეფში.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий