среда, 5 декабря 2012 г.

ხილია თუ ბოსტნეული







 




































გაკვეთილის თემა
ხილია თუ ბოსტნეული
სწავლების

  საფეხური   და კლასი


დაწყებითი საფეხური
1-ლი კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი ბუნებისმეტყველება, ისტ-ი
ლალი მახანაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა 14
განსაკუთრებული მიდგომების,  საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი არა
გაკვეთილის სასწავლო მიზნები( საგნების მიხედვით)
 
ბ უ ნ ე ბ ი ს მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა
ა) მოსწავლეებმა შეძლონ:
  • ბოსტნეულის ამოცნობა და დასახელება;
  • ხილის და ბოსტნეულის ერთმანეთისგან გარჩევა.
ბ) ხელი შეეწყოს მოსწავლეებში დაკვირვებისა და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებას.
ი ს ტ - ი
მოსწავლე შეძლებს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას
(ნეთბუქის ჩართვა გამორთვა,touch-pad-ის გამოყენება)
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები ბუნ.1.1. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
ბუნ.1.2. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
  თანმიმდევრობა აქტივობა 1. ზღაპრის გახსენება
(მთელ კლასთან___  3-4 წთ)

მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებს ზღაპარს ,,თალგამი“. თუ არ ახსოვთ, მოკლედ მოყვება ზღაპარს მოძრავი სურათების გამოყენებით.

აქტივობა 2. სახელმძღვანელოზე მუშაობა
(მთელ კლასთან___4-5 წთ)

მასწავლებელი სთხოვს სახელმძღვანელოში მოძებნონ გვერდი, სადაც ზღაპრის პერსონაჟებს შორის დახატულია ჭარხალი და თალგამი. ბავშვები ფიქრობენ და ამოიცნობენ რომელია თალგამი, რომელი___ჭარხალი. ყველა თავის ფურცელზე ხაზებით აკავშირებს თალგამს ზღაპრის პერსონაჟებთან, თან ახსნიან, როგორ მიხვდნენ, რა რა იყო.

აქტივობა 3. საუბარი__ რა არის ბოსტნეული
(მთელ კლასთან___5 წთ)
 
__როგორ ფიქრობთ თალგამი ხილია? ჭარხალი?
__მაშ,რა არის?(საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი შეახსენებს__ სად დათესა პაპამ თალგამი?)
__სად თესავენ ნიორს? ხახვს? კიტრს?
__ რა საერთო სახელი აქვთ ბოსტანში მოყვანილ ამ მცენარეებს?

აქტივობა 4. სავარჯიშოს შესრულება
(ინდივიდუალურად___5 წთ)

მოსწავლეებმა  ფურცელზე ხაზი ისე უნდა გაავლონ,რომ ცალკე დარჩეს ხილი და ცალკე__ ბოსტნეული.

აქტივობა 5. თამაში__ ხილია თუ ბოსტნეული
( მთელ კლასთან, წყვილებთან___8-10 წთ)

ა) ქსოვილგადაფარებული ხახალიდან მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულს, ამოიცნობენ ხელის შეხებით, ამბობენ სახელს, ასახელებენ ხილია თუ ბოსტნეული.
ბ) გემოს გასინჯვით გამოიცნონ,რომელი ხილია.

აქტივობა 6. სავარჯიშო ნეთბუქის გამოყენებით
(ინდივიდუალურად___5-6 წთ)

მოსწავლეები ახარისხებენ ცალკე ბოსტნეულს, ცალკე ხილს.
  შეფასება
  • დაკვირვებით;
  • ზეპირი კომენტარებით, სმაილებით;
  • კითხვა-პასუხით;
  • ნეთბუქის გამოყენებით სავარჯიშოს შესრულებით.
საკლასო     მენეჯმენტი / საგანმანათლებლო რესურსები ტექნიკადაინსტრუმენტები - ნეთბუქები (14 ცალი).
მოძრავი სურათები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები, ხახალი, ქსოვილის ნაჭერი, ხილი, ბოსტნეული, სახელმძღვანელო, ფანქარი, დანა, თეფში.